გასულ კვირას იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა კვლავ ამოიფრქვა. ევროპის ჩრდილოეთით, ისლანდიაში კი მეცნიერები ვულკანის გააქტიურების საფრთხის შესახებ იტყობინებიან. თუმცა ისლანდიაში არა ერთი, არამედ ცხრა აქტიური ვულკანია. იტალიაში კი აქტიური ვულკანების რაოდენობა ორს შეადგენს. იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ამჟამად ყველაზე მეტ აქტიურ ვულკანს ვხვდებით.
იტალიაში მხოლოდ ორი აქტიური ვულკანი, 1960-იანი წლებიდან გააქტიურებული ეტნა და სტრომბოლი გვხვდება. აქტიური ვულკანების რაოდენობით ქვეყანა მოწინავე პოზიციებს არ იკავებს. რასაც ვერ ვიტყვით ინდონეზიაზე. მსოფლიოში ყველაზე მეტი აქტიური ვულკანი სწორედ ინდონეზიაში გვხვდება და მათი რაოდენობა 55-ს შეადგენს.
40-მდე აქტიური ვულკანი გვხვდება იაპონიაში. აშშ კი 39 აქტიური ვულკანით მესამე პოზიციაზე იმყოფება. 27 აქტიურ ვულკანს ვხვდებით რუსეთში, 19-ს კი ჩილეში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვულკანების უმეტესობა მცირე ზომისაა. 13 აქტიური ვულკანია პაპუა-ახალ გვინეაში, 12 კი ეკვადორში.
ტონგაზე, ისლანდიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ვანუატუში კი 9-9 აქტიური ვულკანია. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სათვალავში ოკეანის მიღმა ტერიტორიები, ფრანგული პოლინეზია, მონსერატი, გვადალუპე, მაიოტი და სხვა მიწებიც შედის.
აქტიური ვულკანების რაოდენობა:
ინდონეზია – 55
იაპონია – 40
აშშ – 39
რუსეთი – 27
ჩილე – 19
პაპუა-ახალი გვინეა – 13
ეკვადორი – 12
ტონგა, ისლანდია, საფრანგეთი, ვანუატუ, დიდი ბრიტანეთი – 9