რა საერთო აქვთ პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტებს, ფარმაცევტებს, ექთნებსა და კონდიციონერის ტექნიკოსებს? მათი წლიური ანაზღაურება ამერიკის შეერთებულ შტატებში 100,000 დოლარზე მეტია.
საუკეთესო სამსახურების შესახებ, რომლებიც ექვსნიშნა ხელფასებს იხდიან, არაერთი კვლევა არსებობს. ამ კვლევების მიხედვით კი მათ უმეტესობას ტექნოლოგიების ან ჯანდაცვის ინდუსტრიებში მივაგნებთ.
სოციალურ ქსელ Reddit-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა. თუ რას საქმიანობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წლიურად 100,000 დოლარზე მეტს გამოიმუშავებდნენ. პოსტმა კი პასუხებისა და კომენტარების სახით 15,000-ზე მეტი კომენტარი დააგროვა. როგორც აღმოჩნდა, ისეთი სამსახურების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ თანხას იხდიან ანაზღაურების სახით.
ერთ-ერთი ამგვარი სამსახური ჰაერის გამაგრილებელი კონდიციონერების შემკეთებლის პოზიციაა ცათამბჯენებსა და საავადმყოფოების გარე ფასადებზე. ამავდროულად, აღნიშნულ პროფესიას უმაღლესი განათლება არ ესაჭიროება – გარდა გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის გაგრილების ტექნოლოგიების ცოდნისა.
კიდევ ერთი მაღალანაზღაურებადი სამსახური სატვირთოს მძღოლის პოზიციაა. Reddit-ზე დაწერილი პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა სატვირთოს მძღოლმა აღნიშნა, რომ ატლანტის მახლობლადაა დასაქმებული და მისმა შემოსავალმა წელს უკვე 100,000 აშშ დოლარი შეადგინა.
პოსტზე შეინიშნება ფარმაცევტების სიმრავლეც, რომლებიც მიუხედავად მათი 100,000 დოლარიანი შემოსავლისა, მკითხველებს ამ პროფესიის გაყოლისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებენ.
ასეთივე რაოდენობის ხელფასი აქვთ ექთნებს, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
დატოვე კომენტარი