საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1141 ლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 7%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 6.7%-ით.
2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 2017 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად – 23.9%-ით სოფლის მეურნეობის სექტორში გაიზარდა. 21%-ით გაიზარდა ხელფასი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების სექტორში. მე-3 ადგილზე მშენებლობაა 20%-იანი ზრდით.
საშუალო ხელფასი შემცირდა საფინანსო სექტორში (12%-ით) და სასტუმროებსა და რესტორნებში (3%-ით).
2017 წლის მეოთხე კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა მშენებლობაში – 1979 ლარი. მეორე ადგილზე საფინანსო საქმიანობაა – 1773 ლარით, ხოლო მესამეზე უძრავი ქონებით ოპერაციებია- 1537 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლებაშია – თვეში 632 ლარი, შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობის სფერო – თვეში საშუალოდ 818 ლარით.
ცხრილ: საშუალო თვიური ხელფასი და ზრდა IV კვარტალში
სექტორი | 2016, IV კვ | 2017, IV კვ | ზრდა |
სოფლის მეურნეობა | 661 | 818 | 24% |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება | 1255 | 1518 | 21% |
მშენებლობა | 1644 | 1979 | 20% |
დამამუშავებელი მრეწველობა | 902 | 1000 | 11% |
ვაჭრობა; ავტომობილების, პირადი მოხმარების საგნების რემონტი | 977 | 1057 | 8% |
განათლება | 589 | 632 | 7% |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა | 1347 | 1443 | 7% |
ჯანმრთელობის დაცვა | 989 | 1038 | 5% |
სახელმწიფო მმართველობა | 1165 | 1223 | 5% |
კომუნალური და პერსონალური მომსახურება | 876 | 915 | 5% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1328 | 1365 | 3% |
ოპერაციები უძრავი ქონებით | 1512 | 1537 | 2% |
სასტუმროები და რესტორნები | 897 | 867 | -3% |
საფინანსო საქმიანობა | 2024 | 1773 | -12% |
სულ | 1066 | 1141 | 7% |
დატოვე კომენტარი