უმაღლესი განათლება წარმატების მნიშვნელოვან გარანტად ითვლება. აბიტურიენტები ყოველთვის პრესტიჟული უნივერსიტეტის არჩევას ცდილობენ, რათა განათლებაში საკუთარი ინვესტიცია გაამართლონ. არსებობს იმ კატეგორიის უნივერსიტეტები, რომელთა დამთავრებაც სტუდენტისთვის ავტომატურად ნიშნავს მდიდარ და უსაფრთხო მომავალს.
Wealth-X-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური უნივერსიტეტთა რეიტინგი ულტრამდიდარი კურსდამთავრებულების მიხედვით. მდიდარ კურსდამთავრებულებად მიიჩნიეს ისინი, ვინც სულ მცირე $30 მილიონის ოდენობის აქტივებს ფლობს. შენიშვნის სახით უნდა ითქვას, რომ მონაცემი ითვალისწინებს როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის ხარისხის მფლობელებს. შესაბამისად, თუ მდიდარი კურსდამთავრებული ერთზე მეტ უნივერსიტეტში სწავლობდა, მაშინ ის კვლევისას რამდენიმეჯერ იქნა გათვალისწინებული.
სარეიტინგო სიაში შესული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი აშშ-ში მდებარეობს. ელიტური ასოციაციის – აივი-ლიგის უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ბრაუნი და დართმუზი ვერ მოხვდა პირველ ოცდახუთ უნივერსიტეტს შორის.
ჰარვარდის უნივერსიტეტი, რომელიც 1636 წელს დაარსდა, 13, 650 ულტრამდიდარი კურსდამთავრებულით სიის სათავეშია. ჰარვარდის წარმატებულ კურსდამთავრებულების რიცხვის მიეკუთვნება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი. მას მოსდევს სტენფორდის უნივერსიტეტი 5, 580 სტუდენტით. მართალია, სტენფორდს თითქმის ორჯერ ნაკლები ულტრამდიდარი კურსდამთავრებული ჰყავს, მაგრამ მისი სტუდენტთა საშუალო სიმდიდრე $170 მილიონით აჭარბებს ჰარვარდის მონაცემს.
პრინსტონის უნივერსიტეტი რეიტინგში $1.1 ტრილიონის ჯამური სიმდიდრით მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობის (2000) ულტრამდიდარი სტუდენტი ჰყავს, მისი კურსდამთავრებულების საშუალო სიმდიდრე $516 მილიონს უდრის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ჯეფ ბეზოსსა და სტივ ფორბს სწორედ პრინსტონის უნივერსიტეტი აქვთ დამთავრებული.
ამერიკის მიღმა ბრიტანეთის კერძო უნივერსიტეტებიდან – კემბრიჯის, ოქსფორდისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლას (LSE) ჯამში 6, 500 ულტრამდიდარი სტუდენტი ჰყავს, რაც $1.8 ტრილიონის ოდენობის სიმდიდრეს ქმნის. კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ისააკ ნიუტონი, ჩარლზ დარვინი და სტივენ ჰოკინგია; ნობელის პრემიის 69 ლაურეატი ოქსფორდის კურსდამთავრებული იყო, 18 – LSE-ის.
სარეიტინგო სიაში მოხვდა სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტიც, რომელსაც 1, 890 ულტრამდიდარი კურსდამთავრებული ჰყავს. სინგაპურის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, WHO-ს მაღალი რანგის თანამშრომელთა დიდი ნაწილი სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.
მონაცემების მიხედვით, ულტრამდიდარ კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა მილიონები დამოუკიდებლად, ოჯახის დაუხმარებლად იშოვა.
გთავაზობთ სარეიტინგო სიის პირველ 25 უნივერსიტეტს.
უნივერსიტეტი | მთლიანი | მდიდარი | საშუალო სიმდ. | |
1 | ჰარვარდის უნივერსიტეტი | $4.7ტრლნ | 13,650 | $349მლნ |
2 | სტენფორდის უნივერსიტეტი | $2.9ტრლნ | 5,580 | $519მლნ |
3 | პენსილვანიის უნივერსიტეტი | $1.8ტრლნ | 5,575 | $319მლნ |
4 | კოლუმბიის უნივერსიტეტი | $1.5ტრლნ | 3,925 | $382მლნ |
5 | პრინსტონის უნივერსიტეტი | $1.1ტრლნ | 2,180 | $516მლნ |
6 | მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი | $990მლრდ | 2,785 | $355მლნ |
7 | იელის უნივერსიტეტი | $777მლრდ | 2,400 | $323მლნ |
8 | კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი | $760 მლრდ | 2,385 | $318მლნ |
9 | ნიუ-იორკის უნივერსიტეტი | $712 მლრდ | 3,380 | $210მლნ |
10 | ჩიკაგოს უნივერსიტეტი | $707 მლრდ | 2,405 | $293მლნ |
11 | მიჩიგანის უნივერსიტეტი | $691მლრდ | 1,970 | $350მლნ |
12 | სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი | $548 მლრდ | 2,645 | $207მლნ |
13 | კორნელის უნივერსიტეტი | $483 მლრდ | 2,245 | $215მლნ |
14 | ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტი | $463 მლრდ | 2,195 | $210მლნ |
15 | კემბრიჯის უნივერსიტეტი | $390 მლრდ | 2,760 | $141მლნ |
16 | ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი | $389 მლრდ | 2,725 | $142მლნ |
17 | ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი | $375 მლრდ | 1,945 | $192მლნ |
18 | Institut Européen d’Administration des Affaires | $356 მლრდ | 1,965 | $181მლნ |
19 | ოქსფორდის უნივერსიტეტი | $349 მლრდ | 2,290 | $152მლნ |
20 | ლონდონის ეკონომიკის სკოლა | $342 მლრდ | 1,495 | $228მლნ |
21 | მაიამის უნივერსიტეტი | $309 მლრდ | 1,700 | $181მლნ |
22 | ბოსტონის უნივერსიტეტი | $277 მლრდ | 1,640 | $168მლნ |
23 | ვირჯინიის უნივერსიტეტი | $246 მლრდ | 1,650 | $149მლნ |
24 | ნოტრ-დამის უნივერსიტეტი | $179 მლრდ | 2,085 | $85მლნ |
25 | სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი | $88 მლრდ | 1,890 | $46მლნ |