ქვეყნის სიმდიდრის და ეკონომიკური განვითარების ყველაზე მეტად გავრცელებული მაჩვენებელია ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი. როდესაც ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებს ვადარებთ, შემოსავლის საზომად უნდა გამოვიყენოთ ე.წ. საერთაშრისო დოლარი (PPP), რომელიც ითვალისიწნებს იმ გარემოებას, რომ დოლარს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მსყიდველობითი უნარი აქვს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 100 PPP დოლარი იყო და ამ მაჩვენებლით 11 აფრიკულ ქვეყანას ჩამოვრჩებოდით.
ყველაზე მდიდარი აფრიკული ქვეყანა ეკვატორული გვინეაა, ერთ მოსახლეზე 39 699 დოლარის შემოსავლით. გვინეა ნავთობით მდიდარი ქვეყანაა.
მეორე ადგილზე საიშელია 28 148 დოლარით. სეიშელი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, სადაც 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. 1976 წლამდე საფრანგეთის კოლონია იყო. არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საზღვაო ტურიზმისთვის.
მესამე ადგილზე მავრიკია 20 525 დოლარით. მავრიკი პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც 1968 წლამდე ბრიტანეთის კოლონია იყო. გამოირჩევა ტურიზმის განვითარებით.
ცხრილი: საქართველოზე მდიდარი აფრიკული ქვეყნები (2016 წლის მონაცემების მიხედვით).
ქვეყანა | ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი, PPP დოლარი | |
1 | ეკვატორული გვინეა | 38699 |
2 | სეიშელის კუნძულები | 28148 |
3 | მავრიკი | 20525 |
4 | გაბონი | 19252 |
5 | ბოტსვანა | 16948 |
6 | ალჟირი | 14950 |
7 | ლიბია | 14236 |
8 | სამხრეთ აფრიკა | 13179 |
9 | ეგვიპტე | 12137 |
10 | ნამიბია | 11756 |
11 | ტუნისი | 11657 |
12 | საქართველო | 10100 |
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
დატოვე კომენტარი