საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 2.1%-ით გაძვირდა. მიმდინარე წლის იანვარში პროდუქცია 2.9%-ით გაძვირდა და წლიურმა ინფლაციამ 3.9%-ს მიაღწია. სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მატად (19%-ით) სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტის ხარჯების ზრდა 11%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.3%-ით გაძვირდა.
თუ ცალკე აღებულ პროდუქტებს ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში (2017 წლის იანვარი შედარებულია 2016 წლის იანვართან) ყველაზე მეტად, 47%-ით ნიორი გაძვირდა. შემდეგ მოდის სიგარეტი, რომელიც 41%-ით გაძვირდა. მესამე ადგილზეა მწვანე ლობიო 33%-ით. ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ტოპ ათეულს ბენზინი ასრულებს, რომელიც 25%-ით გაძვირდა.
ცხრილი: პროდუქცია, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა:
| ფასის ზრდა, % |
ნიორი | 47% |
სიგარეტი | 41% |
მწვანე ლობიო | 33% |
ბადრიჯანი | 32% |
ყურძენი | 31% |
კიტრი | 29% |
შაქარი | 29% |
წიწაკა | 28% |
კონიაკი | 27% |
ბენზინი | 25% |
დატოვე კომენტარი