2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 0.1% შეადგინა.
საქსტატის თანახმად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1%-იანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე.
ამ ჯგუფში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასების კლება/ზრდის ტენდენცია ასეთია:
- ზეთი და ცხიმი: -19.4%;
- ბოსტნეული და ბაღჩეული: -11.7%;
- პური და პურპროდუქტები: -9.2%;
- რძე, ყველი და კვერცხი: -3.5%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული: -2.5%;
- ხილი და ყურძენი: +12.2%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები: +6.3%;
- თევზეული: +5%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები: +2.7%.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზეც:
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8%-ით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები საფინანსო მომსახურებაზე 26.3%-ითაა გაზრდილი;
- ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5%-ით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები 4.3%-ით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე კი 2.9%-ითაა მომატებული;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4%);
- ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1%-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე ალკოჰოლური სასმელების (4.0%) ქვეჯგუფებზე.