საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში წარმოებული საქონლის ექსპორტი 428 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა 2016 წლის იანვარ-სექტემბრის ექსპორტთან შედარებით.
ყველაზე მაღალი ზრდა ფეროშენადნობების ექსპორტში დაფიქსირდა, რომლის ღირებულებაც თითქმის გაორმაგდა და 237 მლნ დოლარი შეადგინა. 67 მლნ დოლარით (28%-ით) გაიზარდა მადნების და სპილენძის კონცეტრატების ექსპორტი. ზრდის მიხედვით მე-3 ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოებია – 42 მლნ დოლარით (გაიზარდა 56%-ით).
ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება თხილის ექსპორტში დაფიქსირდა. ექსპორტირებული თხილის ღირებულება 66 მლნ დოლარით (59%-ით) შემცირდა.
ცხრილი: პროდუქტები, რომელთა ექსპორტი 2017 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა
პროდუქცია | ზრდა, |
ფეროშენადნობები | 117 |
მადნები და სპილენძის კონცენტრატები | 67 |
ყურძნის ნატურალური ღვინოები | 42 |
მსუბუქი ავტომობილები | 28 |
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | 27 |
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები | 20 |
ნახევარფაბბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან | 11 |
მინერალური და მტკნარი წყლები | 9 |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი | 5 |
მაისურები და ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი | 4.6 |