რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ოქროს

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ოქროს

“USAGOLD”-ის 2017 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 3 110 ტონა ოქრო მოიპოვეს. ყველაზე მეტი ოქრო ჩინეთმა მოიპოვა – 440 ტონა. შემდეგ მოდის ავსტრალია – 300 ტონა, თუმცა ავსტრალიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ოქროს მარაგი აქვს – 9 800 ტონა. მესამე რუსეთია 255 ტონა ოქროს მოპოვებით, მარაგებით კი რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა – 5 500 ტონით.

2006 წლამდე, ოქროს მოპოვებით პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკა იყო (272 ტონით), თუმცა, მომდევნო წლებში სამხრეთ აფრიკამ ოქროს წარმოება შეამცირა და გასულ წელს 145 ტონა აწარმოა. 2006 წლის შემდეგ ჩინეთმა ოქროს მოპოვება 80%-ით გაზარდა, ხოლო რუსეთმა 60%-ით.

ოქროს იმპორტ-ექსპორტში პირველ ადგილზე შვეიცარიაა, რომელმაც 2017 წელს 70 მილიარდი დოლარის ოქროს იმპორტი განახორციელა და ამავე დროს ექსპორტზე გაიტანა 68 მილიარდი დოლარის. ჯამში, 2017 წელს 311 მილიარდი დოლარის ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

ცხრილი: ოქროს მწარმოებელი ტოპ 10 ქვეყანა, 2017 წელი

 ქვეყანა

ტონა

1. ჩინეთი

440

2. ავსტრალია

300

3. რუსეთი

255

4. აშშ

245

5. კანადა

180

6. პერუ

155

7. სამხრეთ აფრიკა

145

8. მექსიკა

110

9. უზბეკეთი

100

10. ბრაზილია

85

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *