საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ყველაზე სწრაფად, 13.7%-ით ლიბიის ეკონომიკა გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდა ლიბიის კრიზისული მდგომარეობიდან შესაძლო გამოსვლის საფუძველზეა პროგნოზირებული. 2012-2016 წლებში ლიბიის ეკონომიკა 40%-ით შემცირდა.
12.6%-ით გაიზრდება იემენის ეკონომიკა, რომლის ეკონომიკა 2014-2016 წლებში 35%-ით შემცირდა.
კოტ დიუარის ეკონომიკა 2012-2016 წლებში საშუალოდ 8.8%-ით იზრდებოდა, მომავალ წელს კი 8%-ით გაიზრდება და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.
ცხრილი: ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი ტემპი 2017 წელს:
დატოვე კომენტარი