2019 წელს საქართველოში ყოფნისას ყველაზე მეტი თანხა მობილურ მომსახურებაზე რუსმა როუმერებმა დახარჯეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, წლის განმავლობაში რუსმა როუმერებმა 666,295 ლარი დახარჯეს.
მეორე ადგილზე არიან შვედეთის მოქალაქეები 534,854 ლარით; მესამეზე კი ირლანდიის მოქალაქეები 505,157 ლარით. მეოთხე პოზიციაზე იაპონელი როუმერები არიან – 408,860 ლარით, ხუთეულს კი თურქეთის მოქალაქეები ასრულებენ 239,838 ლარით.
მობილურმა ოპერატორებმა 2018 წელს როუმინგული მომსახურებით ჯამში 30.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც მთლიანი მობილური საცალო შემოსავლების 6.4%-ს შეადგენდა. აქედან 8.6 მლნ ლარი ქვეყნიდან გასულ როუმინგზე მოდიოდა, დანარჩენი წილი კი შემოსულზე. გასულ წელს საქართველოდან გასული როუმერების რაოდენობა შემცირდა. ამ მხრივ ყველაზე აქტიური წლის მესამე კვარტალია, როდესაც შემცირებამ 21% შეადგინა. როუმინგული მომსახურების გამოყენების შემცირება ალტერნატიული საშუალებების გაჩენას უკავშირდება: Viber, WhatsUp, Facebook Messenger და სხვა.
დატოვე კომენტარი