2016 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე ცნობილია. მომავალი წელს ბიუჯეტის ხარჯები 345 მილიონი ლარით იზრდება.
დაფინანსება ყველაზე მეტად ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს გაეზრდებათ. უმეტესობა უწყებების დაფინანსება არ იზრდება ან უმნიშვნელოდ იზრდება.
უწყებები, რომელთა ბიუჯეტი ყველაზე მეტად იზრდება:
(მილიონ ლარში) | 2015 | 2016 | ზრდა |
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 2785 | 3070 | 285 |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 840 | 975.2 | 135 |
ენერგეტიკის სამინისტრო | 114 | 135 | 21 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | 268 | 281.4 | 14 |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | 90 | 100 | 11 |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო | 70 | 75 | 5 |