ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით ბიუჯეტის მთლიანი ხარჯები (გადასახდელები) 270 მლნ ლარით იზრდება.
ყველაზე მეტად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბიუჯეტი იზრდება – 240 მლნ ლარით. აღნიშნულ ზრდას პენსიის თვეში 200 ლარამდე მატება და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის 50 მლნ ლარით მეტით დაფინანსება იწვევს.
მნიშვნელოვნად იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტიც – 140 მლნ ლარით. ძირითადად ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე და მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე დასახარჯი თანხების მოცულობა იზრდება.
95 მლნ ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ძირითადად ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროგრამებს მოხმარდება.
12 მლნ ლარით მცირდება მნიშვნელოვნად მცირდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი.
ცხრილი: უწყებები, რომელთა დაფინანსება იზრდება, მლნ ლარებში
დატოვე კომენტარი