ლარი ევროს მიმართ წლის დასაწყისიდან 32 თეთრით ანუ 10,5%-ით გაუფასურდა. თუკი გასული წლის 29 დეკემბერს ერთი ევროს ღირებულება 2.7889 ლარი იყო, მიმდინარე წელს ევროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და დღეს მისი ფასი 3.1169 ლარია. ევროს ფასმა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს 2 დეკემბერს მიაღწია და 3.2256 ლარი შეადგინა.
წლის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა თურქული ლირის მიმართ. ბოლო ერთ წელში ლარი ლირას მიმართ 0,0723 ლარით გამყარდა და მისი ფასი 0,68 ლარია.
გასული წლის ბოლოს ერთი დოლარის ღირებულება 2.66 ლარი იყო, დღეს კი მისი ფასი 2.61 ლარია. წლის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ ყველაზე გაუფასურებული 7 იანვარს იყო, როდესაც მისი ფასი 2.7674 ლარს შეადგენდა.
საკუთარი ღირებულების 6,9% დაკარგა ლარმა ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ და წლის განმავლობაში 23 თეთრით გაუფასურდა. დღეს ერთი გირვანქა სტერლინგის ღირებულება 3.5123 ლარია. ლარი გირვანქა სტერლინგის მიმართ ყველაზე მეტად გაუფასურებული 1 დეკემბერს იყო, როდესაც ერთი ერთეულის ფასი 3.6599 ლარს შეადგენდა.
15 თეთრით გაუფასურდა წლის განმავლობაში ლარი რუბლის მიმართ და ერთი რუბლის ფასი დღეს 4.5424 ლარია.
დატოვე კომენტარი