საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პილარ 3-ის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, 30 სექტემბრის მდგომარეობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე მაღალი მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა – 262 მლნ ლარი, რაც მთლიანად საბანკო სექტორის მოგების 44%-ია. „თიბისი ბანკის“ მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ით არის გაზრდილი.
მოგების სიდიდით მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკია“, რომელმაც იანვარ-სექტემბერში 183 მლნ ლარის მოგება ნახა. მისი მოგება გასული წლის მოგებაზე 36%-ით ნაკლებია.
ჯამში, „თიბისი ბანკზე“ და „საქართველოს ბანკზე“ საბანკო სექტორის მოგების 74% მოდის.
მესამეზე „ლიბერთი ბანკია“ 36 მლნ ლარის მოგებით, ხოლო მეოთხეზე „ვითიბი ბანკი ჯორჯიაა“ 28 მლნ ლარით.
ზარალი მხოლოდ „სილქ როუდ ბანკმა“ ნახა, 1 მლნ ლარის.
დატოვე კომენტარი