საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა სამთომოპოვებით მრეწველობაში (23%) და მშენებლობაში (17.2%) დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის ჯამურ მაჩვენებელზე გავლენა აქვს არა მხოლოდ იმას, თუ რამდენი პროცენტით გაიზარდა დარგში წარმოებული პროდუქცია, არამედ თუ რამდენია აღნიშნული დარგის წილი ეკონომიკაში. რაც უფრო მეტია დარგის წილი ეკონომიკაში, მის ზრდას უფრო მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ჯამურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი დარგებია ვაჭრობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.
პირველი კვარტლის 3.2%-იან ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი (0.8% პუნქტი) მშენებლობის დარგმა შეიტანა. მეორე ადგილზეა ტრანსპორტი 0.6% პუნქტით, მესამე-მეოთხე ადგილებზეა საფინანსო საქმიანობა და სოფლის მეურნეობა 0.35%-0.35% პუნქტით. ჯამში, აღნიშნულ ოთხ დარგზე მოდის 2%-ზე მეტი.
ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითი გავლენა იქონია დამამუშავებელი მრეწველობის (-5.2%) და ვაჭრობის შემცირებამ (-2.5%). დამამუშავებელმა მრეწველობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.44% პუნქტით შეამცირა, ხოლო ვაჭრობამ 0.31% პუნქტით.
დატოვე კომენტარი