ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ერთ სეზონში სატრანსფერო დანახარჯებმა 10 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. წინა რეკორდი 2019/20 წლების სეზონის მაჩვენებელს ეკუთვნის, როდესაც სატრანსფერო დანახარჯებმა 9.4 მილიარდ ევროს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯებით ლიდერი ათი საფეხბურთო კლუბი ახალი მოთამაშეების დასამატებლად ჯამურად დაახლოებით 2.75 მილიარდ ევროს შეელია.
2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯებით კვლავ ინგლისის პრემიერ-ლიგის კლუბები ლიდერობენ, 2.9 მილიარდი ევროთი. მეორე ადგილზე ფრანგული ლიგა 1-ია 1.1 მილიარდი ევროთი, მესამეზე – იტალიის სერია A 996 მილიონი ევროთი, მეოთხეზე – საუდის არაბეთის პრო-ლიგა 972 მილიონი ევროთი და მეხუთეზე – გერმანიის ბუნდესლიგა 834 მილიონი ევროთი.
მიუხედავად იმისა, რომ დანახარჯებით ინგლისის პრემიერ-ლიგა ლიდერობს, წინა სეზონთან შედარებით 2023/24 წლების სეზონში მაჩვენებელი 200 მილიონი ევროთი შემცირდა. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა სხვა ლიგების სატრანსფერო დანახარჯები. მათ შორის, ლიგა 1-ის € 396 მილიონით, ბუნდესლიგის € 279.2 მილიონით, სერია A-ის კი €79 მილიონით.
2023/24 წლების სატრანსფერო ბაზარზე საუდის არაბეთის გავლენა საგრძნობლად გაიზარდა. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ დანახარჯების მიხედვით ტოპ-20 საფეხბურთო კლუბში ამ ქვეყნიდან ოთხი წარმომადგენელია: ალ-იტიჰადი (დახარჯული 121.4 მილიონი ევრო), ალ-ნასრი (165 მილიონი ევრო), ალ-აჰლი (184 მილიონი ევრო) და ალ-ჰილალი (376 მილიონი ევრო).
გარდა ამისა, ოცეულში 10 ინგლისურ კლუბს ვხვდებით, იტალიიდან და გერმანიიდან ორ-ორს, თითო-თითოს კი საფრანგეთიდან და ესპანეთიდან.
ტოპ-20 საფეხბურთო კლუბი 2023/24 წლების სეზონში სატრანსფერო დანახარჯების მიხედვით:
- ჩელსი – €467.8 მილიონი (12 ფეხბურთელი)
- პარი სენ-ჟერმენი – €389.5 მილიონი (15 ფეხბურთელი)
- ალ-ჰილალი – €376.1 მილიონი (11 ფეხბურთელი)
- ტოტენჰემ ჰოტსპური – €272.1 მილიონი (11 ფეხბურთელი)
- მანჩესტერ სიტი – €255.6 მილიონი (5 ფეხბურთელი)
- არსენალი – €235 მილიონი (4 ფეხბურთელი)
- მანჩესტერ იუნაიტედი – €202.3 მილიონი (7 ფეხბურთელი)
- ალ-აჰლი – €184.1 მილიონი (18 ფეხბურთელი)
- მიუნხენის ბაიერნი – €184 მილიონი (8 ფეხბურთელი)
- ლაიფციგი – €176.5 მილიონი (11 ფეხბურთელი)
- ლივერპული – €172 მილიონი (4 ფეხბურთელი)
- ალ-ნასრი – €165.1 მილიონი (8 ფეხბურთელი)
- ნიუკასლ იუნაიტედი – €153.2 მილიონი (5 ფეხბურთელი)
- ვესტ ჰემ იუნაიტედი – €137.6 მილიონი (6 ფეხბურთელი)
- ნოტინგემ ფორესტი – €131.1 მილიონი (17 ფეხბურთელი)
- მადრიდის რეალი – €129.5 მილიონი (5 ფეხბურთელი)
- ბორნმუთი – €127.3 მილიონი (10 ფეხბურთელი)
- ნაპოლი – €125 მილიონი (11 ფეხბურთელი)
- ალ-იტიჰადი – €121.4 მილიონი (17 ფეხბურთელი)
- მილანი – €119.4 მილიონი (11 ფეხბურთელი)