რამდენიმე დღის წინ 18 ნომინირებული კომპანიიდან „ყოველწლიური ანგარიშებისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ გამარჯვებული შვიდი ქართული კომპანია გამოავლინეს. აღნიშნული ყოველწლიური ჯილდო 2019 წლიდან ამოქმედდა და იგი ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის – „საქართველოს ფინანსური ჩართულობა და ანგარიშვალდებულება“ – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ეროვნული რეფორმების მხარდაჭერის ფონდთან პარტნიორობით მიმდინარეობს.
BARTA მიზნად ისახავს, წაახალისოს ახალი ანგარიშგების რეგულაციების დაცვა, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას კომპანიებს შორის და გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი ინვესტორების ნდობის გასამყარებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
BARTA-ს შვიდ ნომინაციაში გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:
- დიდი ფინანსური ინსტიტუტის ნომინაცია – გამარჯვებული „სს საქართველოს ბანკი“
- მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის საპატიო ჯილდო – გამარჯვებული „სს MFO კრისტალი“
- მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტის ნომინაცია – გამარჯვებული „სს თელასი“
- მსხვილი არასაფინანსო ინსტიტუტის საპატიო ჯილდო – გამარჯვებული „სს სილქნეტი“
- მცირე და საშუალო კომპანიის ნომინაცია – გამარჯვებული „სს TBC ლიზინგი“
- მცირე და საშუალო კომპანიის საპატიო ჯილდო – გამარჯვებული „სს MFO MBC კაპიტალი“
- მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშის ნომინაცია – გამარჯვებული „სს TBC ბანკი“
მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში კომპანიების გამჭვირვალობა და ხარისხიანი ანგარიშგება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ BARTA-ს დაჯილდოება წელს ყველა საჯარო ინტერესის მქონე სუბიექტისათვის (PIE) ღია იყო.
დატოვე კომენტარი