რუსმა ჯარისკაცებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან $135 მილიონის ღირებულების აპარატურა მოიპარეს – აპარატურის ნაწილი დღესაც ბელარუსის ტერიტორიაზე ინახება, – ამის შესახებ The Washington Post-ი წერს. როგორც ირკვევა, რუსმა ჯარისკაცებმა 698 კომპიუტერი, 344 მანქანა-დანადგარი, 1500 დოზიმეტრი, ასევე თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალება მოიპარეს ან გაანადგურეს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლის განცხადებით, ელექტროსადგურის ოკუპაციის დროს, რუსმა ჯარისკაცებმა ცხრა უკრაინელი თანამშრომელი მოკლედ, ხოლო ხუთი გაიტაცეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელობამ თითქმის ყველა თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა – ობიექტზე მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა, რომლებიც ელექტროსადგურის მდგრადობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.
საინტერესო, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ მოპარული აპარატურის ნაწილი დღესაც ბელარუსის ტერიტორიაზე არის დასაწყობებული, – ეს მათში ჩაშენებული GPS-ტრეკერების მეშვეობით დასტურდება. „ვხედავთ, რომ [აპარატურის] ნაწილი ბელარუსის ტერიტორიაზეა, საზღვრის გასწვრივ, ხოლო ნაწილი ქვეყნის ტერიტორიაზე გადააქვთ, მათ შორის გომელში, მინსკსა და სხვა ქალაქებში“, – განაცხადა ჩერნობილის აეს-ზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ევგენი კრამარენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსმა ჯარისკაცებმა ჯერ კიდევ 24 თებერვალს დაიკავეს, როცა იქ ბელარუსის მხრიდან შევიდნენ. რუსული ჯარის მიერ ელექტროსადგურის ოკუპაციის დროს, ტერიტორიაზე რჩებოდნენ ელექტროსადგურის თანამშრომლები, რომელთა ნაწილი, ტერიტორიის დატოვების შემდეგ რუსებმა მძევლად აიყვანეს.
დატოვე კომენტარი