აპრილში რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 1.4 მილიარდი დოლარით შემცირდა. 2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის აპრილის ჩათვლით რეზერვები ჯამში 36%-ით (172 მილიარდი დოლარით) შემცირდა. 30 აპრილის მდგომარეობით ვალუტის რეზერვებმა 307.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ვალუტის რეზერვების შემცირება ძირითადად განაპირობა რუსეთიდან უცხოური კაპიტალის გადინებამ. 2014 წელს რუსეთიდან 151 მილიარდის უცხოური კაპიტალი გავიდა, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 32.6 მილიარდი დოლარი.
მიუხედავად უცხოური ვალუტის რეზერვების რადიკალურად შემცირებისა ბოლო წელიწადნახევარში რუსული რუბლი დოლარის მიმართ 55%-ით გაუფასურდა.
დატოვე კომენტარი