2013 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 36%-ით (171 მილიარდი დოლარით) შემცირდა. 31 მარტის მდგომარეობით ვალუტის რეზერვებმა 309 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვალუტის რეზერვების შემცირება ძირითადად განაპირობა რუსეთიდან უცხოური კაპიტალის გადინებამ. 2014 წელს რუსეთიდან 151 მილიარდის უცხოური კაპიტალი გავიდა, ხოლო 2015 წლის პირველ კვარტალში 32.6 მილიარდი დოლარი.
მიუხედავად უცხოური ვალუტის რეზერვების რადიკალურად შემცირებისა ბოლო წელიწადნახევარში რუსული რუბლი დოლარის მიმართ 60%-ით გაუფასურდა
დატოვე კომენტარი