რუსეთმა, 2020 ფისკალური წლის მეორე კვარტალში, ბუნებრივ აირზე მეტი ოქროს ექსპორტი განახორციელა. 1994 წლის შემდგომ, რუსულ ეკონომიკაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ამის შესახებ Moscow Times-ი წერს.
“გაზპრომმა“, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის მიმწოდებელი მონოპოლისტია, აპრილსა და მაისში $2,4 მილიარდი ოდენობის გაზის იმპორტი განახორციელა. ეს შედეგი გლობალური მოთხოვნის ვარდნით არის გამოწვეული. მეტიც, ელიან, რომ სიტუაცია მთლიან კვარტალშიც არ გამოსწორდება და ეს იქნება კომპანიის ყველაზე სუსტი საექსპორტო შედეგი 2002 წლის შემდგომ.
ბუნებრივი აირისგან განსხვავებით, ოქროს ფასი პანდემიის პერიოდში 19%-ით გაიზარდა და ქვეყნისათვის ერთგვარი მშვიდი საექსპორტო ნავსაყუდელი გახდა.
ოქროს საექსპორტო ბუმის კატალიზატორი რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ უცხოური ვალუტისა და ოქროს შესყიდვის შეწყვეტა გახდა. წესდებიდან გამომდინარე, თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი $42 ჩამოსცდება, მაშინ რუსეთის ცენტრალური ბანკი ვალდებულია მკაცრ ფისკალურ ზომებს მიმართოს. ამ ყოველივემ კი ოქროს რუს გამყიდველებს უბიძგა (რომელთა ძირითად კლიენტს ცენტრალური ბანკი წარმოადგენდა) კლიენტურა საზღვარგარეთ მოეძებნათ, რითაც ძვირფასი ლითონის ექსპორტი გაიზარდა.
დატოვე კომენტარი