საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში რუსეთში 53.5 ტონა ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 1.8%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემზე.
მიმდინარე წლის ათი თვის განმავლობაში, რუსეთში $144 მილიონის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა შემცირდა, გაზრდილია მისი ჯამური ღირებულება. შედარებისთვის, გასული წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $128.9 მილიონის ღირებულების ღვინო გავიდა.
საინტერესოა ისიც, რომ ღვინო რუსეთში ექსპორტირებული საქონლის მთლიანი წილის 26.3%-ს შეადგენს.