ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსული ნავთობის ჩანაცვლების მიზნით, საფრანგეთის მთავრობა სტრატეგიულ მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აწარმოებს.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის, ბრუნო ლე მერის განცხადებით, საამიროებიდან ნედლი ნავთობის, დიზელისა და სხვა ტიპის საწვავის იმპორტით რუსეთის ფედერაციის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც იქნება შესაძლებელი.
პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, სანქციების მეექვსე პაკეტის ფარგლებში, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე 92%-ით შემცირდება. 2023 წლისთვის კი ნავთობის კუთხით საფრანგეთი რუსეთისგან სრულ ენერგოდამოუკიდებლობას მოიპოვებს.
საგულისხმოა, რომ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისგან განსხვავებით, საფრანგეთი მოსკოვზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული არ არის – რუსეთის წილი ნავთობის იმპორტის საერთო მოცულობაში 20-25%-ს აღწევს. შესაბამისად, UAE-ისა და საუდის არაბეთის დახმარებით ქვეყანას დანაკლისის შევსება და მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება მარტივად შეუძლია.
დატოვე კომენტარი