ირლანდიური საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი Ryanair–ი Google–ს და eDreams–ს სასამართლოში უჩივის. ავიაკომპანია მათ არაკეთილსინდისიერ რეკლამაში ადანაშაულებს.
Ryanair–ის უფლებადამცველთა მტკიცებით, საძიებო სისტემა eDreams–ს საშუალებას აძლევს ტურების უკანონო ონლაინ დაჯავშნები განხორციელდეს ყალბი დომენის გამოყენებით. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, eDreams–ი Ryanair–ის ვებგვერდის მსგავსი დიზაინის და კონტენტის დომენს იყენებს და ავიაბილეთებს რეალურთან შედარებით მაღალ ფასად ყიდის. მას შემდეგ რაც Google–მა და eDreams–მა უარი თქვეს დამკვიდრებულ პრაქტიკა შეეცვალათ, ავიაკომპანიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. eDreams–ში არ იზიარებენ ავიაკომპანიის პოზიციას, Google–ის წარმომადგენლებს კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
დატოვე კომენტარი