არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს 19 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც სპარსეთის ყურის ქვეყანა 80 გამანადგურებელს, Rafale-სა, და 12 სამხედრო ვერტმფრენს შეიძენს. აღნიშნული შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ვიზიტის შედეგია. ვიზიტისას მაკრონი კატარსა და საუდის არაბეთსაც ესტუმრება. ეს გახლავთ ყველაზე დიდი რაოდენობა ფრანგული გამანადგურებლის, Rafale-ის, რომელიც ზღვის მიღმა ოდესმე შეუძენიათ.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ორმა მხარემ ერთობლივი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, კონტრაქტი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობაში.
საინტერესოა, რომ ბოლო დროს ემანუელ მაკრონსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რაც ბოლო დროს განხორციელებულ ინვესტიციებშიც გამოიხატება,
ფრანგი ოფიციალური პირის განცხადებით, შეთანხმება ხელს შეუწყობს საფრანგეთში დამატებით 7000 სამუშაო ადგილის შექმნასა და საავიაციო მიწოდების ჯაჭვის 2031 წლამდე ფუნქციონირებას. გარდა ამისა, გაიზრდება თავად ფრანგული გამანადგურებლის, Rafale-ის წარმოების ტემპებიც. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა გარდა არაბთა გაერთიანებული საამიროსი, შეთანხმება საბერძნეთთან, ეგვიპტესა და ხორვატიასთანაც დადო.
შეგახსენებთ, რომ Rafale-ის F4 მოდელები ამჟამად წარმოებისა და დახვეწის ეტაპზეა. შესაბამისად, მათი არაბთა გაერთიანებული საამიროებისათვის მიწოდება შესაძლოა 2027 წლიდან დაიწყოს. შესაბამისი რაოდენობის გამანადგურებლების მიღების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროები მიკრორეგიონში, სპარსეთის ყურეში, ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო გახდება თავდაცვის სფეროში.
დატოვე კომენტარი