ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი ისლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემბით, ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ისლანდიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,83 ევროს (დაახლოებით 5,22 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), დიზელის საწვავი – 1,76 ევროს (დაახლოებით 5,02 ლარი); ნიდერლანდებში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს (დაახლოებით 5,08 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი – 1,47 ევროს (დაახლოებით 4,20 ლარი); ნორვეგიაში პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,74 ევროს (დაახლოებით 4,97 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,84 ევროს (დაახლოებით 5,25 ლარი), დიზელის საწვავი – 1,64 ევროს (დაახლოებით 4,68 ლარი).
ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,63 ევრო (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,71 ევრო (დაახლოებით 2,03 ლარი), დიზელის საწვავი – 0,61 ევროს (დაახლოებით 1,74 ლარი).
ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში – 1 ლიტრი პრემიუმი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,83 ევროს (დაახლოებით 2,37 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,87 ევროს (დაახლოებით 2,48 ლარი), დიზელის საწვავი – 0,82 ევროს (დაახლოებით 2,34 ლარი); აზერბაიჯანში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,63 ევროს (დაახლოებით 1,80 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 0,76 ევროს (დაახლოებით 2,17 ლარი); დიზელის საწვავი – 0,30 ევროს (დაახლოებით 0,86 ლარი); უკრაინაში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი – 0,89 ევროს (დაახლოებით 2,54 ლარი); მოლდავეთში – პრემიუმი ტიპის ბენზინის ფასი – 0,96 ევროს (დაახლოებით 2,74 ლარი), სუპერი ტიპის ბენზინი – 1,00 ევროს (დაახლოებით 2,85 ლარი), დიზელის საწვავი – 0,86 ევროს (დაახლოებით 2,45 ლარი).
დატოვე კომენტარი