2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა – 157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი).
3-ვარსკვლავიან სასტუმროში რამის გატენება ყველაზე იაფი ქვემო ქართლშია და ის 50 ლარზე ნაკლებია. PMCG კვლევის მიხედვით, თბილისის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასი სამცხე-ჯავახეთში ფიქსირდება. 150 ლარზე ნაკლებია ღირებულება კახეთში და მცხეთა-მთიანეთში. გურიაში ფასი 100 ლარს მცირედით სცდება, ხოლო იმერეთში კი 100 ლარზე ნაკლებია.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა-261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი).
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 399 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 610 ლარი შეადგინა, კახეთში – 358 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 354 ლარი, ხოლო აჭარაში – 269 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 72 ლარი შეადგინა. მაისში, ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ბინებს (apartments), Airbnb-ის მიხედვით, მაისში, საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქს შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ბათუმში დაფიქსირდა – $48, შემდეგ მოდის თბილისი – $44, ფოთი – $42, ქუთაისი – $28 და რუსთავი-$20.
დატოვე კომენტარი