2018 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0,2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის მაჩვენებელი მარტთან შედარებით, 0.1%-ით გაიზარდა და 2.5% შეადგინა. G&T-ის მონაცემებით, ევროზონაში აპრილში სამომხმარებლო ფასების ცვლილების დონე შემცირდა და 1.2% შეადგინა, ნაცვლად მარტის 1,3%-იანი მაჩვენებლისა.
აპრილში საქართველოში, რუსეთსა და სომხეთში ინფლაციის დონე ცენტრალური ბანკების სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იყო.
საანგარიშო პერიოდში, რუსეთში 2.4%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ასეთივე მაჩვენებელი დაფიქსირდა სომხეთშიც. სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იყოს ინფლაციის მაჩვენებელი ყაზახეთში და მან 6.5% შეადგინა. თურქეთში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 10.9% შეადგინა, უკრაინაში კი 13.1%.
აზერბაიჯანში ინფლაციის დონე აპრილში 2.6% იყო, ხოლო ბელარუსში კი 5.4%.
დატოვე კომენტარი