საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექორთა საბჭომ ჩინური იუანი, ნასესხობის სპეციალური უფლებების (SDR) კალათაში აშშ დოლართან, გირვანქა სტერლინგთან, ევროსთან და იენთან ერთად ჩართო.
სავალუტო ფონდის მოთხოვნებისთვის რომ ეპასუხა, ჩინეთმა ბოლო თვეებში ბევრი რეფორმა განახორციელა. მათ შორის, უცხოელებს თავის სავალუტო ბაზართან წვდომა გაუმარტივა, გაახშირა ობლიგაციების ემისია და გაახანგრძლივა სავაჭრო სესიები. SDR-ში იუანის ჩართვა ერთგვარი სიმბოლური ჟესტია, რომელმაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საფინანსო ბაზრებზე მყისიერი გავლენა მოახდენოს. თუმცა, ეს უკანასკნელი 35 წლის მანძილზე ფონდის სავალუტო კალათის შემადგენლობის ყველაზე მნიშვნელოვანი გადახედვაა.
დატოვე კომენტარი