ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მცირე და საშუალო ბიზნესების შესახებ ახალ ანგარიშს აქვეყნებს. პანდემიის შედეგად გამოწვეულ ზარალთან გამკლავებას ბიზნესები და ანტრეპრენიორები სახელმწიფოს დახმარებით ცდილობენ. იმის გათვალისწინებით, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები ეკონომიკის აღდგენასა და პოსტკოვიდური კრიზისის შემცირების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, სახელმწიფოების მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები დადებითად ისახება ეკონომიკის გააქტიურებაზე.
ავსტრალიასა და საფრანგეთში სტარტაპ-კომპანიების რაოდენობა კრიზისის დასაწყისამდე არსებულ მაჩვენებელზე 20%-ით მეტია. გარდა ამისა, პანდემია დადებითად აისახა მცირე და საშუალო ბიზნესების მოქნილობაზეც. OECD-ის წევრი ქვეყნების 50%-ზე მეტმა გაზარდა ციფრული პლატფორმებისა და ხელსაწყოების გამოყენება.
მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ბიზნესები კვლავ გამოწვევების წინაშე რჩებიან. იქიდან გამომდინარე, რომ დახმარების პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი სასესხო ვალდებულებაა, ამან შესაძლოა უახლოეს მომავალში ბიზნესების გაკოტრებაც გამოიწვიოს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დახმარება ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა დამწყები ბიზნესებისთვის, თვითდასაქმებულებისთვისა და უმცირესობაში მყოფი ანტრეპრენიორებისთვის, რამაც მეტად გაზარდა არსებული უთანასწორობა.
დატოვე კომენტარი