საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ერთ-ერთ ფისკალურ რისკად სახელდება.
საწარმოების უმეტესობა უმოქმედო და ხშირ შემთხვევაში წაგებიანიცაა. მსგავს საწარმოთა ბრუნვის 31,4 პროცენტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 40,6 პროცენტი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების, ხოლო 18 პროცენტი ვაჭრობის ოპერაციებზე მოდის.
რაც შეეხება სახელმწიფო საწარმოების ვალს, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სახელმწიფო ვალის შესახებ მონაცემები არ მოიცავს სახელმწიფოს საწარმოების საკრედიტო ვალდებულებებს. ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მიხედვით, სახელმწიფო სექტორის ვალის ნაწილს შეადგენს სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციების საკრედიტო ვალდებულებებიც. სახელმწიფო არასაფინანსო კორპორაციები წარმოადგენენ რეზიდენტ ორგანიზაციებს, რომელთა კონტროლსაც ახორციელებენ სამთავრობო უწყებები.
ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, მსგავსი საწარმოების ვალმა 2019 წლის პროგნოზით მან 4.48 მლრდ ლარს უნდა მიაღწიოს.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საწარმოების ვალი შემდეგნაირად შეიცვალა:
- 2015 წელი – 3.79 მლრდ ლარი (მთლიანი ვალის 22.4%)
- 2016 წელი – 4.6 მლრდ ლარი (მთლიანი ვალის 23.3%)
- 2017 წელი – 4.5 მლრდ ლარი (მთლიანი ვალის 21%)
- 2018 წელი – 4.47 მლრდ ლარი (მთლიანი ვალის 19.5%)
- 2019 წლის პროგნოზი – 4.48 მლრდ ლარი (მთლიანი ვალის 18.4%)