საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 000 ათასი კაცით გაიზარდა და 284 ათასი შეადგინა. ჯამში, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია დასაქმებულთა 16.6%. არ არის ცნობილი კონკრეტულად სად გაიზარდა დასაქმება სახელმწიფო სექტორში, ამის სტატისტიკა არ ქვეყნდება.
არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 22.5 ათასით შემცირდა და 1 423 ათასი შეადგინა. უნდა აღვნიშნოთ, რომ არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიდან 882 ათასი თვითდასაქმეულია. შესაბამისად, თუ მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულების სტატისტიკას ვნახავთ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების წილი 32%-ია.
ცხრილი: დასაქმებულთა განაწილება ინსტიტუციური სექტორების მიხედვით, ათასი კაცი
| 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
სულ | 1,577 | 1,597 | 1,611 | 1,628 | 1,643 | 1,659 | 1,643 | 1,694 | 1,734 | 1,717 | 1,707 |
სახელმწიფო სექტორი | 321 | 295 | 310 | 302 | 281 | 287 | 252 | 259 | 287 | 272 | 284 |
არასახელმწიფო სექტორი | 1,256 | 1,302 | 1,301 | 1,325 | 1,363 | 1,372 | 1,391 | 1,436 | 1,447 | 1,445 | 1,423 |
წყარო: საქსტატი
დატოვე კომენტარი