სახელმწიფო ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხარჯებმა (ვალდებულებების ჩათვლით) 1 327 მლნ ლარი შეადგინა. რეალურად გადარიცხულია 1 157 მლნ ლარი. სამინისტროს 6 თვის ბიუჯეტის გეგმა 1 375 მლნ ლარია. გამოდის, რომ 5 თვეში უკვე დახარჯულია გეგმის 84%, ხოლო ვალდებულებების ჩათვლით, გეგმის 96.5%. ივნისში სამინისტროს 218 მლნ ლარის რესურსი რჩება გამოსაყენებელი. ეს იმ დროს, როდესაც საშუალო თვიური ხარჯვა 265 მლნ ლარია.
პირველი 6 თვის გეგმის მიხედვით სოციალურ დაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილი იყო 1 004 მლნ ლარი. იანვარ-მაისში 996 მლნ ლარის ვალდებულება წარმოიშვა, ხოლო გადარიცხულია 832 მლნ ლარი. სამინისტროს დარჩა 172 მლნ ლარის რესურსი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მუხლის 6 თვის გეგმა 1 010 მლნ ლარი იყო და 6 მლნ-ით შემცირდა.
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის 6 თვის გეგმა 330.6 მლნ ლარია. თავდაპირველად გეგმა იყო 323 მლნ ლარი და დაახლოებით 8 მლნ ლარითაა გაზრდილი. იანვარ-მაისში ვალდებულება წარმოიშვა 301 მლნ ლარზე (გაზრდილი გეგმის 91%) და დაიხარჯა 298 მლნ ლარი (გაზრდილი გეგმის 90%). ივნისისთვის სამინისტროს რჩება 33 მლნ ლარამდე რესურსი, როცა საშუალო თვიური ხარჯი 60 მლნ ლარია.
ჯანდაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი თანხა იხარჯება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე. აღნიშნულ პროგრამაზე 6 თვის გეგმაა 237 მლნ ლარი. იანვარ-მაისში დაიხარჯა 220 მლნ ლარი (გეგმის 93%). ივნისისთვის სამინისტროს რჩება 17 მლნ ლარამდე რესურსი, როცა საშუალო თვიური ხარჯი 44 მლნ ლარია.
დატოვე კომენტარი