სახელმწიფოს მფლობელობაში 10 საწარმო ყველაზე მსხვილი ბრუნვით და ყველაზე მეტი დასაქმებულით

სახელმწიფოს მფლობელობაში 10 საწარმო ყველაზე მსხვილი ბრუნვით და ყველაზე მეტი დასაქმებულით

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები 12 სხვადასხვა სექტორში ფუნქციონირებენ. მათგან ნახევარზე მეტი ჯანდაცვის და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის და უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევის სფეროებში ოპერირებს. საწარმოთა ბრუნვის 30,3 პროცენტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორზე, 44,0 პროცენტი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილების, ხოლო 15,1 პროცენტი ვაჭრობის ოპერაციებზე მოდის.

საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ერთ-ერთ ფისკალურ რისკად სახელდება. საწარმოების უმეტესობა უმოქმედო და ხშირ შემთხვევაში წაგებიანიცაა.

2018 წელს აღნიშნული საწარმოებისთვის ხელისუფლების მიერ პირდაპირი ფინანსური დახმარების მთლიანმა ოდენობამ 168,9 მლნ ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 143,5 მლნ ლარი განისაზღვრა, როგორც კაპიტალდაბანდება და მთავარი ბენეფიციარები იყვნენ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია, შპს მექანიზატორი.

ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის სხდომა 2018 წელს არ ჩატარებულა. წმინდა მოგების განაწილების შესახებ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა დაგეგმილია 2019 წლის ბოლომდე.

2017 წელს, სახელმწიფო საწარმოებისგან მთავრობის სასარგებლოდ გადახდილმა დივიდენდებმა 0.3 მლნ ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შემოსავლების დივიდენდის სახით განსაზღვრული წყაროს ასეთი ოდენობა ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო საწარმოების ნაწილს საპარტნიორო ფონდი განკარგავს და მათგან მიღებულ დივიდენდებს ინვესტირებისთვის და სესხის მომსახურებისთვის დამოუკიდებლად იყენებს. 2017 წელს საპარტნიორო ფონდისათვის სს საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის მიერ გადახდილია 27.3 მლნ ლარი, სს თელასის მიერ – 4.9 მლნ ლარი.

ყველაზე მსხვილი ბრუნვის მქონე 10 სახელმწიფო საწარმო:

slide37

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *