სამშენებლო აქტივობის 46.8% თბილისზე მოდის

სამშენებლო აქტივობის 46.8% თბილისზე მოდის

იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით ჯამში  4941 სამშენებლო ნებართვა გაიცა – წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლები. სამშენებლო ნებართვები ჯამში 2995.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტია. 

გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 46.8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

 

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29.3 პროცენტი ქ. თბილისზე, 16.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11.0 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე. 

2018 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 928.9 ათასი კვ.მ. ფართობის 1163 ობიექტი. 2017 წლის შესაბამის პერიოდში კი ექსპლუატაციაში შევიდა 1190.1 ათასი კვ.მ. ფართობის 1334 ობიექტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *