სამშენებლო სექტორი 100 უმსხვილესს შორის

სამშენებლო სექტორი 100 უმსხვილესს შორის

დადასტურებულია Grant Thornton-ისა და Ebit Group-ის მიერ.

დეველოპერული და სამშენებლო სექტორი 100 უმსხვილესი კომპანიის რეიტინგში არაერთი კომპანიით არის წარმოდგენილი. თავად დეველოპერების მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული აუდიტორული ანგარიშების თანახმად, ქვეყანაში ყველაზე შემოსავლიანი დეველოპერული კომპანია სს “m2 უძრავი ქონებაა”, ხოლო ყველაზე შემოსავლიანი სამშენებლო კომპანია კი “ანაგი” ჯგუფია, რომლის შემოსავალიც 2018 წელს 239 მილიონ ლარს აჭარბებს.

სამშენებლო კომპანიებს შორის კი რეიტინგში მოხვდნენ კომპანიები, რომლებიც კონტრაქტორის რანგში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. იმის გამო, რომ უმსხვილესი დეველოპერების ნაწილს ფინანსური შედეგები საჯაროდ გამოქვეყნებული არა აქვთ, ისინი რეიტინგში არ შედიან.

რეიტინგში კომპანიების რანჟირება მათი შემოსავლის მიხედვით არის გაკეთებული. წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება კომპანიების მიერ 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებებს. მონაცემები აღებულია იმგვარად, როგორც წარდგენილია კომპანიის მიერ მის ანგარიშგებაში.

          

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *