“სამსუნგ ელექტრონიქსის” კავკასიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში 19 ოქტომბერს ოფიციალური ჰოლოგრამის განახლებული დიზაინის პრეზენტაცია გამართა. განახლებული ჰოლოგრამის დიზაინი კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა საქართველოს ბაზრისთვის. მასზე არსებული წარწერები “ოფიციალური Samsung საქართველოსთვის” ქართულ ენაზეა შესრულებული და ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.
“საქართველოს ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია საქართველოს ბაზრისთვის, შემოწმებულია და სრულად თავსებადია ქართულ ბაზარზე არსებულ მობილური ოპერატორების ქსელებთან”,- აცხადებს Forbes-თან საუბარში “სამსუნგ ელექტრონიქსის” მობილური მოწყობილობების ხელმძღვანელი შოთა ლურსმანაშვილი და აქვე აღნიშნავს: “სმარტფონში ჩათვირთულიპროგრამები და აპლიკაციები ადგილობრივ ბაზარზეა მორგებული. სმარტფონს ორიგინალი დამტენი მოწყობილობა მოჰყვება, რომელიც ადგილობრივ ელ-ქსელებთანაა ადაპტირებული”.
“სამსუნგი” სმარტფონებისთვის ჰოლოგრამას იყენებს, რათა მისი ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალური ანალოგებისგან განასხვაოს ჰოლოგრამიან სმარტფონს “სამსუნგის” ოფიციალური გარანტია აქვს და მისი მფლობელი ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორეული ან არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.
ოფიციალური ჰოლოგრამით “სამსუნგის” სმარტფონის შეძენისას, მომხმარებლები განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებენ და ისარგებლებენ ფასდაკლებებით. “ქართველი მომხმარებლები ისეთ აქციებში ჩაერთვებიან, როგორიცაა, მაგალითად, Trade-in და “უსაზღვრო ეკრანის გარანტია”. კონკრეტული მოდელების მფლობელები დასაჩუქრდებიან და განსხვავებულ შეთავაზებებსაც მიიღებენ. ჩვენი ბაზარი კარგად არის განვითარებული და “სამსუნგს” ამ ბაზრის საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ქართველ მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ”,- აცხადებს შოთა ლურსმანაშვილი.
“სამსუნგ ელექტრონიქსის” ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები: “ალტაოქეი”, “ელიტ ელექტრონიქსი”, “მეტრომარტი”, “მაგთი”, “სმაილი”, ასევე ყველა ის მაღაზია, სადაც “სამსუნგის” სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი “სამსუნგის” ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
დატოვე კომენტარი