Samsung Electronics-მა და LG-მ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, Huawei-ს პრემიუმ სმარტფონებისთვის პანელების და ეკრანების მიწოდებას შეუწყვიტეს.
Samsung Display-მ, რომელიც Samsung Electronics-ის და Apple-ის მიმწოდებელიცაა, აღნიშნულის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. LG Display-მ კი განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი რეგულაციები მასზე მინიმალურ ზეგავლენას იქონიებს, ვინაიდან LG-ი Huawei-ს ისედაც პანელების ლიმიტირებულ რაოდენობას აწვდიდა.
ცნობისთვის, აგვისტოში შეერთებულმა შტატებმა Huawei-ზე არსებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა, როდესაც ჩინურ სატელეფონო კომპანიას ლიცენზიის გარეშე ადგილობრივი ტექნოლოგიით აწყობილი ჩიპების გამოყენება აუკრძალა. Samsung Display-ი და LG Display-ი Huawei-სთვის მიწოდებას შეზღუდვების ძალაში შესვლისთანავე, ანუ 15 სექტემბერს შეწყვეტს.
დატოვე კომენტარი