საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ნელ-ნელა პიკს აღწევს, მომეტებული სიცხე კი ყველაფრის მოტივაციას გვიკარგავს და პროდუქტიულობას გვიქვეითებს. ამ დროს ვრთავთ კონდიციონერს, მაგრამ მთლიანი ოთახის გაგრილებას საათები სჭირდება და ვღელავთ, რომ ამ უაზროდ გაფლანგული ენერგიის გამო თვის ბოლოს ელექტროენერგიის დამატებითი საფასური გვექნება გადასახდელი. ნაცნობი სიტუაციაა ბევრისთვის, თუმცა Samsung-ის ახალი S-Inverter კონდიციონერების 8-პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიის წყალობით აღნიშნული პრობლემები შეგიძლიათ სრულად დაივიწყოთ!
„როგორც ტექნოლოგიის გლობალური ლიდერი, Samsung-ი მუდამ იღვწის მრავალგვარი ინოვაციების შესაქმნელად მომხმარებლების მოთხოვნებისა თუ აზრის გათვალისწინებით. როდესაც საქმე კონდიციონერებს და ჰაერის გაგრილებას ეხება, ბევრისთვის პრობლემას გაგრილების არასაკმარისი სისწრაფე და ელექტროენერგიის დიდი გადასახადი წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი, S-Inverter ტექნოლოგიით აღჭურვილი კონდიციონერების წყალობით ამ ორ პრობლემას სამუდამოდ დავავიწყებთ მომხმარებელს”, – ამბობს ჯიმი ტანი, Samsung Electronics-ის სამომხმარებლო ელექტრონიკის ბიზნესის ერთ-ერთი დირექტორი.
რა არის S-Inverter ტექნოლოგია და რაში დაგვეხმარება ის?
Samsung-ის ახალი კონდიციონერები აღჭურვილია კომპანიის მიერ სპეციალურად შემუშავებული 8-პოლუსიანი ციფრული ინვერტირების ტექნოლოგიით, რომლის ხარჯზე ოთახი 30%-ით უფრო სწრაფად გრილდება, ვიდრე სტანდარტული, ინვერტორული კონდიციონერებით.
PowerBoost ტექნოლოგიასთან წყვილში, დრო, რომელიც კომპრესორს გაგრილების მაქსიმალური სისწრაფის მიღწევაში ესაჭიროება, მინიმუმამდეა დაყვანილი ნაკლები ხახუნისა და ბევრად გლუვი ბრუნვების ხარჯზე, ამიტომ ის ბევრად ნაკლებ ხმას და ვიბრაციას გამოსცემს, რაც საბოლოოდ ელექტროენერგიის მეტ დაზოგვაზეც აისახება.
S-Inverter კონდიციონერები ასევე აღჭურვილია “სამმაგი ზრუნვის ფილტრით” – ეს არის მაღალი სიმჭიდროვის გამწმენდი ფილტრი, დაფარული ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მატერიით, რომელიც აკავებს მტვერს და 99%-ით ანადგურებს ჰაერში არსებული ვირუსების, ბაქტერიების თუ ალერგენების შემცველობას მყისიერად, როგორც კი ისინი ფილტრაციას გადიან. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ცხელ სეზონში თქვენ და თქვენი ოჯახი დაცული იქნებით.
კონდიციონერი, რომელიც გიცავთ თქვენ და დაცულია თვითონაც!
თქვენს დაცვასთან ერთად, S-Inverter კონდიციონერები ასევე გარე ფაქტორებისგან არის დაცული. გარე აგრეგატი დამზადებულია ძლიერი, კოროზიაამტანი მატერიით და სქელი ფირით, რომელიც მას დაჟანგვისგან იცავს. ძაბვის უეცარი ცვალებადობისათვის ასევე გათვალისწინებულია ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ძაბვის კონტროლის შენარჩუნებას და მის გამძლეობას ნებისმიერი ამინდის პირობებში. დამატებითი სიმშვიდისთვის მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ციფრული ინვერტორული კომპრესორის 10-წლიან გარანტიას.
ამრიგად, თუკი ამინდი ზედმეტად ცხელი და გაუსაძლისი გახდება, საკმარისია, უბრალოდ ჩართოთ Samsung-ის S-Inverter კონდიციონერი და გათავისუფლდეთ ფიქრებისგან, თუ როდის გაგრილდება ოთახი და ელექტროენერგიის რამხელა გადასახადი მოვა თვის ბოლოს!
დატოვე კომენტარი