საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში ყოველწლიურად იქმნება სარეზერვო ფონდები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარავად გამოიყენება. მათ შორის არის მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და სახელმწიფო შესყიდვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტია.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, სარეზერვო ფონდების ძირითად მიზანს ფორსმაჟორული მდგომარეობებით გამოწვეული შედეგების გამკლავება წარმოადგენს – მაგალითად, რაიმე სტიქიური უბედურების ან კატასტროფის შემთხვევაში. თუმცა ერთია, რა წერია კანონში და მეორე, როგორია რეალობა.
სწორედ ამ მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2013-2017 წლებში საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის საქმიანობა შეისწავლა. კვლევის შედეგების თანახმად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებსა და რეალობაში გატარებულ ქმედებებს შორის არაერთი აცდენა დაფიქსირდა. IDFI-მ გაარკვია, რომ ფორსმაჟორული სიტუაციების გარდა, ფონდიდან თანხები სხვადასხვა ღონისძიების მოსაწყობად, მიმდინარე ხარჯების დასაფარავად და სხვადასხვა უწყების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.
დატოვე კომენტარი