“საპარტნიორო ფონდის” მენეჯმენტსა და K-Water-ის საპროექტო კომპანია “ნენსკრა ჰიდროს” წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრა შედგა.
ფონდის ინფორმაციით, საპარტნირო ფონდმა “ნენსკრა ჰესის” 20 ათასი აქცია შეიძინა და პროექტის 10%-მდე წილის მფლობელი გახდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ოფიციალური დოკუმენტი სს “ნენსკრა ჰიდროს” აქციების სს “სპარტნიორო ფონდისათვის” გადაცემის განკარგულების შესახებ, რის საფუძველზეც სს “საპარტნიორო ფონდი” ოფიციალურად გახდა სს “ნენსკრა ჰიდროს” აქციონერი. დოკუმენტს ხელი “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და “ნენსკრა ჰიდროს” გენერალურმა დირექტორმა ბუონგ სეუბ ჩოიმ მოაწერეს.
280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს “საპარტნიორო ფონდი” პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1 200.00 გგვტ.სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის განვითარების ბანკი (KDB) მონაწილეობენ.
დატოვე კომენტარი