საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1093 ლარი შეადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 3.2%-ით არის გაზრდილი.
2019 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში – 1894 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო საქმიანობაში ყველაზე მაღალი ხელფასია, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, სექტორში ხელფასი 18%-ით არის შემცირებული.
საფინანსო სექტორის შემდეგ, ყველაზე მაღალი ხელფასი სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობაშია – 1799 ლარი. შემდეგ მოდის ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი – 1752 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი განათლების სფეროშია – თვეში საშუალოდ 609 ლარი. შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა – 656 ლარით.
2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში გაიზარდა – 22.5%-ით. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა 10.2%-ით. 8%-ით არის გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო მმართველობის სექტორში.
ცხრილი – საშუალო თვიური ხელფასი 2019 წლის პირველ კვარტალში (ლარებში)
| 
 | 2019_I | 2018_I | ზრდა | 
| სულ | 1093 | 1059 | 3.2% | 
| საფინანსო საქმიანობა | 1894 | 2305 | -18% | 
| სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 1799 | 1743 | 3.2% | 
| ინფორმაცია და კომუნიკაცია | 1752 | 1686 | 3.9% | 
| მშენებლობა | 1555 | 1552 | 0.2% | 
| ტრანსპორტირება და დასაწყობება | 1437 | 1373 | 4.7% | 
| სამთომოპოვებითი მრეწველობა | 1373 | 1254 | 9.5% | 
| ელექტროენერგიის, აირის და ჰაერის მიწოდება | 1358 | 1401 | -3.0% | 
| სახელმწიფო მმართველობა | 1347 | 1247 | 8.0% | 
| უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 1116 | 1036 | 7.7% | 
| ხელოვნება, გართობა და დასვენება | 1091 | 891 | 22.5% | 
| ჯანდაცვა | 1036 | 968 | 7.0% | 
| დამამუშავებელი მრეწველობა | 981 | 890 | 10.2% | 
| ვაჭრობა, ავტომობილების რემონტი | 971 | 966 | 0.6% | 
| ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება | 957 | 898 | 6.6% | 
| სასტუმროები და რესტორნები | 890 | 854 | 4.3% | 
| წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა | 744 | 741 | 0.5% | 
| სხვა სახის მომსახურება | 732 | 803 | -8.8% | 
| სოფლის მეურნეობა | 656 | 683 | -4.0% | 
| განათლება | 609 | 567 | 7.3% | 
წყარო: საქსტატი
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".














