ისტორიის უბრალო მშვენიერება ყოველთვის სათანადოდ შეაფასეთ. მას შემდგომ, რაც 20 წელიწადი მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციების ზრდას ვსწავლობდი, მე სიმარტივისა და გარკვეულობის უპირატესობებს ვხედავ. კომპანიებისთვის, რომლებიც სწრაფი ზრდის რეჟიმში არსებობენ, საქმის ნახევარს ზრდის სტრატეგიის განსაზღვრა წარმოადგენს, მეორე ნახევარს კი – მისი განხორციელება. ყველაფერი უფრო მარტივი ხდება, როდესაც თანამშრომლებისა და ინვესტორებისთვის ადვილად გასაგები და ზუსტი გეგმა არსებობს. ქვეყნის კეთილდღეობის თვალსაზრისით, მარტივი გეგმა ხელს უწყობს გუნდის შექმნას, შედეგების გაზომვასა და თანამშრომლების წარმატებისთვის კომპენსირებას. ინვესტორთა თვალსაზრისით, მარტივი ისტორია ინვესტორებს ბიზნესის გაგებაში ეხმარება, ასევე მათ საშუალებას აძლევს, პროგრესს თვალი ადევნონ და წარმატებული საქმიანობა და იღბალი ერთმანეთისაგან განასხვაონ (ასევე სწრაფად შეიტყონ პრობლემის წარმოშობის შესახებ). წარმოგიდგენთ მცირე კაპიტალიზაციის მქონე აქციათა მარტივი და ლოგიკური ზრდის ჩემეულ გეგმას:
ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე კომპანია RETAILMENOT (SALE, 27) მსოფლიოში ციფრული კუპონების ყველაზე მსხვილი ბაზრით ოპერირებს. მომხმარებლები ფულს ზოგავენ, ვინაიდან ისინი RetailMeNot.com-ზე გარიგებებს დებენ 70,000-ზე მეტ საცალო მოვაჭრე კომპანიასთან, მათ შორის Best Buy-თან, Macy’s-სა და Amazon-თან. თავის მხრივ, საცალოდ მოვაჭრე კომპანიები RetailMeNot-ს გაყიდვების საკომისიოს უხდიან. აი, მარტივი ისტორია: RetailMeNot-ი მართავდა ელექტრონული ვაჭრობის ტალღას და ბოლო სამი წლის მანძილზე მისი წლიური შემოსავლების ზრდამ 51%, ხოლო დაუბეგრავი შემოსავლის წლიურმა ზრდამ 25% შეადგინა. ვინაიდან შემოსავლები იზრდება, RetailMeNot-ს 40%-იანი დაუბეგრავი შემოსავლის ზღვარი ნაღდი ფულის რაოდენობის ზრდას წარმოშობს. თუმცა ახლო პერსპექტივაში არის ერთი შეფერხება: Google-ის საძიებო ალგორითმში ბოლო ხანებში განხორციელებულმა ცვლილებამ ამ კვარტალში RetailMeNot-ის საძიებო რეიტინგების დაწევა გამოიწვია (ასევე მისი აქციათა ფასის შემცირება, რომელიც ცვლილების მიღებამდე $31 შეადგენდა). ნუ ნერვიულობთ, კომპანია ალგორითმულ ცვლილებებს წარსულში უკვე უმკლავდებოდა მას შემდგომ, რაც დაწეული ფასის აქციები იყიდა. იყიდეთ დაბალფასიანი აქციები.
სწრაფად მზარდი CHINA MOBILE GAMES & ENTERTAINMENT (CMGE, 16) ჩინეთის უმსხვილესი გამომცემელი და მობილური თამაშების წამყვანი შემქმნელია. კომპანია იყენებს მოდელ freemium-ს, რომელიც საბაზისო მოდელის უფასოდ შეთავაზებას გულისხმობს, მაგრამ უფრო მაღალი დონის გამოყენებისთვის საფასურს აწესებს. ტრაფიკის გენერაციისთვის, CMGE-მა სატელეკომუნიკაციო გიგანტ China Mobile-თან მოგების განაწილების შეთანხმებები დადო.
CMGE-ის გაყიდვების დაახლოებით 65% მიიღება ლიცენზირებული თამაშებიდან, რომლებიც სხვა კომპანიების მიერ არის შექმნილი, 35% კი – საკუთარი თამაშებიდან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პოპულარული Joyful Da Ying Jia-დან – პოკერის თამაშიდან. CMGE-ს აქვს ზრდის მკაფიო გეგმა: ჩინეთში სმარტფონების ჩანერგვის ამაფეთქებელი ტალღა გაატაროს და მობილური თამაშების ბუმი მოახდინოს. IDC-ის თანახმად, წლის ბოლოს ჩინეთში სმარტფონების მომხმარებელთა რიცხვი 700 მილიონს გადააჭარბებს. ცოტა ხნის წინ მენეჯმენტში წარმოქმნილი რყევის ირგვლივ მომხდარმა დაბნეულობამ აქციების ფასის დაწევა გამოიწვია. მე ამის გრძელვადიან შედეგებს არ ველოდები. მე ცოტა ხნის წინ შევხვდი მენეჯმენტს ჩინეთში და ფასისა და მოგების კოეფიციენტი ჩემ მიერ შეფასებულ წმინდა მოგებაზე 11-ჯერ მეტია – $1.50, აქციები იაფია.
დენვერში მდებარე BONANZA CREEK ENERGY (BCEI, 58) ნავთობისა და ბუნებრივი აირის მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც ამჟამად კოლორადოში, ნეობრარაში ფიქლის ნავთობისა და არკანზასში, ქალაქ კოტონ-ველიში, ნავთობის მოპოვებაზე არის კონცენტრირებული. Bonanza Creek-ის წარმოების, დაახლოებით 70% მაღალმოგებიანი ნავთობისგან მიიღება და 2014 წელს კომპანია წარმოების 48% გაზრდას წინასწარმეტყველებს. კომპანიის მარტივი ზრდის სტრატეგია: არსებულ ფართობებზე წარმოების ეფექტური ზრდა და, როდესაც ფასი მისაღები იქნება, უფრო მეტი ფართობის იჯარით აღება. მაისში Bonanza-მ კოლორადოში 35,000 აკრის ყიდვის მისთვის სასურველ ფასად – $226 მილიონად – გარიგების შესახებ გამოაცხადა. გარიგების შედეგად კომპანიამ 700 ახალი ბურღვის ადგილი მიიღო. ერთი რისკია: იანვარში დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ სტარზერი გადადგა. აქციები, წმინდა მოგების $3.10 ჩემეულ პროგნოზზე 18-ჯერ უფრო ძვირად იყიდება.
ჯიმ ობერვეისი Oberweis Asset Management-ის პრეზიდენტი და the Oberweis-ის რედაქტორი.
დატოვე კომენტარი