საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 2050 წლისთვის მინიმუმ ექვსი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობა დააანონსა. მაკრონის მიზანი, მეტად დეკარბონიზირებული ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის განვითარებაა.
ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის განცხადებით, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შეწყვეტა ელექტროენერგიაზე არსებულ მოთხოვნას 60%-ით გაზრდის. დეკარბონიზირებული ენერგიის წარმადობა კი ბიპოლარულ მიდგომას, შესაბამისად, ბირთვული და განახლებადი ენერგიის გამოყენებას ითვალისწინებს. მაკრონი მიიჩნევს, რომ 2050 წლამდე ოფშორული ქარის 50 ფერმასთან ერთად, დამატებით ექვსი ბირთვული რეაქტორი უნდა შეიქმნას, რომელთაგან პირველი 2035 წელს ამოქმედდება.
პრეზიდენტ მაკრონის პოზიცია ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებით მოულოდნელი არ ყოფილა – ერთადერთი, რაც შეიცვალა მისი ხედვაა რეაქტორების „სიცოცხლისუნარიანობის“ ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. მაკრონს სამომავლოდ არა რეაქტორების „წარმოების მდგომარეობაში“ დახურვა, არამედ „50 წელზე მეტი დროით“ გახანგრძლივებაც კი სურს, თუ მისი გადაწყვეტილება ბირთვული უსაფრთხოების ორგანოს შეხედულებებს არ ეწინააღმდეგება. France 2030-ის გეგმის ფარგლებში, €1-მილიარდიანი ინვესტირებით, „პატარა მოდულური რეაქტორების“ განვითარება და ბირთვული ენერგიის, განსაკუთრებით დაბინძურების მხრივ, გაუმჯობესება იგეგმება.
მაკრონის განცხადებები საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოქმედ ლიდერს ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატურა არ წამოუყენებია. “მწვანეების” საპრეზიდენტო კანდიდატი იანიკ ჟადო კი მაკრონის პოზიციას აკრიტიკებს და „გმობს საფრანგეთს საუკუნოვანი ბირთვული ენერგიის გამო“.
დატოვე კომენტარი