საქართველოში საფრანგეთის საელჩო კომპანია “სიტროენ საქართველოსთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია “სიტროენ საქართველო” არ შეიძლება დაკავშირებული იყოს “სიტროენის” ბრენდთან, ვინაიდან არ იყო და არც არის სამართლებრივი კავშირი Automobiles Citroen SA და ამ იურიდიულ პირს შორის.
“აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო და არ არის სამართლებრივი წარმომადგენელი, უფლებამოსილი იმპორტიორი ან მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომერციულ შეთავაზებებთან, რომელიც გაკეთებული იყო კომპანია “სიტროენ საქართველოს” მიერ საჯარო ბაზრების კონტექსტში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
დატოვე კომენტარი