საპრეზიდენტო არჩევნების საინტერესო სტატისტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების საინტერესო სტატისტიკა

სალომე ზურაბიშვილი

ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი მიიღო საჩხერეში (77%), ახალქალაქში (60%) და ბოლნისში (59%). ყველაზე დაბალი კი საზღვარგარეთის უბნებზე (22.5%), რუსთავში (25%) და ქუთაისში (29%).

ყველაზე მეტი ხმა აიღო საბურთალოზე (23 495), ბათუმში (20 919) და ვაკეში (18 849). ყველაზე ცოტა ყაზბეგში (1 052), საზღვარგარეთ (1 231) და ლენტეხში (1 689).

74 ოლქიდან ზურაბიშვილმა 50%-ზე მეტი ხმა 14-ში მიიღო. შესაბამისად, 60 ოლქში ოპოზიციის ჯამურ პროცენტზე ნაკლები დააგროვა.

ვაშაძესთან 31 ოლქში დამარცხდა. სხვა კანდიდატს არც ერთ ოლქში არ დაუგროვებია ზურაბიშვილზე მეტი ხმა. ვაშაძეს ყველაზე დიდი სხვაობით საჩხერეში, ლენტეხში და ყაზბეგში მოუგო, ხოლო ყველაზე მეტად საზღვარგარეთ, რუსთავში და ქუთაისში ჩამორჩა. 

გრიგოლ ვაშაძე

ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი მიიღო საზღვარგარეთ (52%), წალენჯიხაში (51%) და თელავში (50%). ყველაზე დაბალი კი საჩხერეში (10%), ყაზბეგში (17%) და ლენტეხში (18%).

ყველაზე მეტი ხმა აიღო ქუთაისში (29 585), ბათუმში (27 676) და სამგორში (23 826). ყველაზე ცოტა ყაზბეგში (324), ლენტეხში (513) და ონში (856).

74 ოლქიდან ვაშაძემ 50%-ზე მეტი ხმა 3-ში მიიღო.

ზურაბიშვილთან 43 ოლქში დამარცხდა. ბაქრაძესთან მხოლოდ ერთში – ხონში. სხვა კანდიდატს არც ერთ ოლქში არ დაუგროვებია ვაშაძეზე მეტი ხმა. ზურაბიშვილს ყველაზე დიდი სხვაობით საზღვარგარეთ, რუსთავში და ქუთაისში მოუგო, ხოლო ყველაზე მეტად საჩხერეში, ლენტეხში და ყაზბეგში ჩამორჩა. 

დავით ბაქრაძე

ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი მიიღო თერჯოლაში (28%), ხონში (28%) და ვანში (22%). ყველაზე დაბალი კი ბოლნისში (5%), საჩხერეში (6%) და დიდუბეში (7%).

ყველაზე მეტი ხმა აიღო ქუთაისში (6 518), გორში (5 822) და გლდანში (5 533). ყველაზე ცოტა ყაზბეგში (218), საზღვარგარეთ (379) და ლენტეხში (451).

ბაქრაძეს 50%-ზე მეტი ხმა არც ერთ ოლქში არ აუღია. ზურაბიშვილთან ყველა ოლქში დამარცხდა. ვაშაძეს მხოლოდ ხონი მოუგო. ნათელაშვილთან მხოლოდ დუშეთში დამარცხდა. უსუფაშვილთან მხოლოდ საბურთალოზე და ვაკეში, ჯაფარიძესთან კი მხოლოდ საბურთალოზე, ვაკეში და დიდუბეში დამარცხდა.

ზურაბიშვილთან ყველაზე დიდი სხვაობით საჩხერეში და ბოლნისში დამარცხდა, ხოლო ვაშაძესთან საზღვარგარეთ და თელავში. 

სხვა

შალვა ნათელაშვილმა ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი დუშეთში (13%), თიანეთში (10%) და ყაზბეგში (9%) მიიღო. ყველაზე დაბალი კი ნინოწმინდაში (0.2%), ახალქალაქში (0.3%) და მარნეულში (0.7%).

ზურა ჯაფარიძემ ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი ვაკეში (8.6%), საბურთალოზე (7.3%) და მთაწმინდაზე (7.1%) მიიღო. ყველაზე დაბალი კი ახალქალაქში (0.1%), მარნეულში (0.1%) და ნინოწმინდაში (0.1%).

დავით უსუფაშვილმა ხმების ყველაზე მაღალი პროცენტი ვაკეში (8.1%), საბურთალოზე (7.1%) და მთაწმინდაზე (6.5%) მიიღო. ყველაზე დაბალი კი ნინოწმინდაში (0.1%), ახალქალაქში (0.1 %) და მარნეულში (0.2%).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *