საქართველო და რეგიონი: წმინდა უცხოური ინვესტიციები

საქართველო და რეგიონი: წმინდა უცხოური ინვესტიციები

განვითარებადი ქვეყნისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არაერთი განზომილება აქვს. ისინი არა მხოლოდ მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან პერიოდ­­შიც ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონეა. მოკლევადიან პერიოდში უცხოური ინვესტიციები ადგილობრივი მოხმარებისა და დასაქმების ერთ-ერთი ძი­რითადი წყაროა, გრძელვადიან პერიოდში კი მათ ბევრად დიდი სარგებელი მოაქვთ. განვითარებული ეკონომიკიდან განვითარებადი ქვეყნის მიერ უცხოური კაპიტალის მიღება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერთან ასოცირდება, რომელიც წარმოების პროდუქტიულობის ზრდაში აისახება. ეს უკანასკნელი კი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის თვალსაჩინო დეტერმინანტია.

აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან პირდაპი­რი უცხოური ინვესტიციების ნაკადების ფარდობითი დონით უნგრეთი გამოირჩევა. ბოლო ათწლეულში უნგრეთის მიერ მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მთლიანი ეკო­ნომიკის საშუალოდ 18.3%-ია. 2003-12 წლებში ეს მაჩვენებე­ლი 14.6% იყო.

რეგიონის ქვეყნებს შორის, უნგრეთის შემდეგ, გამორჩე­ული საქართველოა, სადაც უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები ბოლო ათწლიან პერიოდში მთლიანი შიდა პრო­დუქტის საშუალოდ 8.5%-ია. აღნიშნული კი წინა ათწლეულ­­თან შედარებით შემცირებულია, რადგან 2003-12 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 9.9%-ს შეადგენდა.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით რუსეთი გამოირჩევა. თუკი 2003-12 წლებში რუსეთის მიერ მიღებული უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები ეკონომიკის 3% იყო, ეს მაჩვენებელი ბოლო ათწ­­ლეულში 1.2%-მდეა შემცირებული.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადები მშპ-სთან, %

მეთოდოლოგია

საქართველოს რეგიონად გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაცით განსაზღვრული ქვეყნებია აღებული.

მონაცემები მოპოვებულია მსოფლიო ბანკის ბაზიდან. წმინდა ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდო­ბა გამოთვლილია შემდეგი სახით:

სადაც t – დროის პერიოდია (2003-2012 და 2013-22 წლე­ბი), nI – წლის მანძილზე მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა ნაკადი, Y კი – საანგარიშო პერიოდში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა. i ასა­ხავს მოცემულ ათწლიან პერიოდში საშუალო წლიურ წმინდა უცხოური ინვესტიციების ფარდობით მაჩვენებელს ეკონომი­კასთან მიმართებით.