საქართველო მსოფლიოში ინფრასტრუქტურის კონკურენტუნარიანობით 69-ე ადგილზეა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, მსოფლიოში საუკეთესო ინფრასტრუქტურა ჰონგ-კონგს აქვს და ის რეიტინგში 7-დან 6,7 ქულით პირველ ადგილზეა. საქართველოს სარეიტინგო ქულა 4,2-ია.
რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია:
ჰონგ-კონგი – 6,7 ქულა
სინგაპური – 6,5 ქულა
ნიდერლანდების სამეფო – 6,4 ქულა
იაპონია – 6,3 ქულა
არაბეთის გაერთიანებული საემიროები – 6,3 ქულა
შვეიცარია – 6,3 ქულა
საფრანგეთი – 6,1 ქულა
კორეის რესპუბლიკა – 6,1 ქულა
ამერიკის შეერთებული შტატები – 6,0 ქულა
გერმანია – 6,0 ქულა
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 35-ე ადგილზეა რუსეთი, აზერბაიჯანი 51-ე ადგილს იკავებს, თურქეთი 53-ზე, ხოლო სომხეთი 80-ზე.
ინფრასტრუქტურის რეიტინგს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რამდენიმე კრიტერიუმით ადგენს. მათ შორის ინფრასტრუქტურის ხარისხით. აღნიშნული ქვეკრიტერიუმით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე არიან შვეიცარია, სინგაპური და ჰონგ-კონგი.
საქართველო ინფრასტრუქტურის ხარისხით მსოფლიოში 76-ე ადგილზეა 7-დან 3,9 ქულით. რუსეთი 74-ე ადგილს იკავებს 4 ქულით, სომხეთი 57-ე ადგილზეა 4,3 ქულით, თურქეთი 28-ზე 5 ქულით, ხოლო აზერბაიჯანი 26-ზე ასევე 5 ქულით.
გზების ხარისხის ქვეკრიტერიუმში საქართველო 82-ე ადგილზეა, საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხით 69-ზე, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურითაც საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს.
დატოვე კომენტარი