საქართველო e-Governance Academy-ის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში მესამე ადგილს იკავებს. ქვეყნის სარეიტინგო ქულა 67.68-ია.
ინდექსი 5 კრიტერიუმით დგება: ეროვნული კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობა; კიბერსაფრთხეების ანალიზი; ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული იდენტიფიცირების უზრუნველყოფა; ელექტრონული სერვისების უსაფრთხოების დაცვა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობა.
რეიტინგი ჯამში მსოფლიო 40 ქვეყნის მონაცემებს აანალიზებს და პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
გერმანია – სარეიტინგო ქულა 74.75
ჩეხეთი – სარეიტინგო ქულა – 70.71
საქართველო – სარეიტინგო ქულა – 67.68
გაერთიანებული სამეფო – სარეიტინგო ქულა – 66.67
ლიტვა – სარეიტინგო ქულა – 65.66
ლატვია – სარეიტინგო ქულა – 64.14
ესპანეთი – სარეიტინგო ქულა – 61.11
ბელორუსი – სარეიტინგო ქულა – 59.09
უკრაინა – სარეიტინგო ქულა – 57.07
იტალია – სარეიტინგო ქულა – 51.52
დატოვე კომენტარი